გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

28-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი შ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეეცადა უკანონოდ, ქურდობის მიზნით შეეღწია სხვის საცხოვრებელ სახლში, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა შ.ჭ., ბრალდებულის სახით დააკავეს, რომელიც, ასევე, სხვადასხვა დროს 3 სახლის ქურდობის ფაქტზე არის მხილებული.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.