გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

არმაზ ახვლედიან 4 ოქტომბრის აქციაზე: სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა

28-09-2025

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა“.


მან მოსალოდნელ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა და პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანა, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებს აღიარებს.


„მინდა გითხრათ, რომ 5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, ეს იქნება მთლიანად იმათ კისერზე, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს. ვინც მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერი არის არჩევნები. რეჟიმის სატელიტობა სირცხვილია. მეორეს მხრივ, ის რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვასრულებთ რევოლუციას, ესეც არის რაღაც ისეთი, რასაც სჭირდება დაზუსტება და რაც ბევრჯერ მითქვამს.


4 ოქტომბრის მომწოდებლებზე ვამბობ, რომ ცოტა ერთმანეთში მიმოიხედეთ, ვინ მოგვიწოდებს. სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა. ვინმეს ეს თუ არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოს, მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს თავი გაგვანებოს, რომელსაც ამოუვიდა ყელში მათი ბოგინი საქართველოში“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.