გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გია აბაშიძე ნანა სანდერის განცხადებაზე: სასოწარკვეთილი ექსტრემისტების მცდელობა, რომ უკანონო ქმედებებში ჩართონ ემიგრანტები, ომის ვეტერანები, ვითომ მერყევი სამართალდამცველნი და თავხედურად მათი სახელით ილაპარაკონ, არის შავბნელი ფარსი, ტოტალური ფიასკოს ე

30-09-2025

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, უფრო რადიკალურნი ხდებიან ბოროტი, მაგრამ უქნარა რადიკალები ქვეყნის აყირავებისკენ მოწოდებებში, ნუ ჰგონიათ შარახვეტია ფასიან აქტივისტებსა და მათ მეთოჯინეებს, რომ წარმატებულნი იქნებიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალი აქტივისტის ნანა სანდერის განცხადებას.


მისივე თქმით, სასოწარკვეთილი ექსტრემისტების მცდელობა, რომ უკანონო ქმედებებში ჩართონ ემიგრანტები, ომის ვეტერანები, ვითომ მერყევი სამართალდამცველნი და თავხედურად მათი სახელით ილაპარაკონ, არის შავბნელი ფარსი, ტოტალური ფიასკოს ეპილოგით.


„4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად უფრო რადიკალურნი ხდებიან ბოროტი, მაგრამ უქნარა რადიკალები ქვეყნის აყირავებისკენ მოწოდებებში; ნუ ჰგონიათ შარახვეტია ფასიან აქტივისტებსა და მათ მეთოჯინეებს, რომ წარმატებულნი იქნებიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. სასოწარკვეთილი ექსტრემისტების მცდელობა, რომ უკანონო ქმედებებში ჩართონ ემიგრანტები, ომის ვეტერანები, ვითომ მერყევი სამართალდამცველნი და თავხედურად მათი სახელით ილაპარაკონ, არის შავბნელი ფარსი, ტოტალური ფიასკოს ეპილოგით. P.S. საკუთარი სახელისა და გვარის დამმალავთა ე.წ. პატრიოტიზმი არ გაიშვას“, - წერს აბაშიძე.