გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 163 ათასამდე ტონა ყურძენი

30-09-2025

ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.


მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 


ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 78 ათასამდე ტონა რქაწითელი, 74 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული.


წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და  დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.


რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.