გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა

30-09-2025

ADB-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლისთვის 7%-ს შეადგენს, რაც ბანკის 2025 წლის აპრილის პროგნოზს 1.0 პ.პ-ით აღემატება. აღნიშნული მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.0%-ით გაიზრდება.


აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, 8.3%-ს შეადგენდა - მომსახურების სექტორი გაიზარდა 12.9%-ით, რასაც, ძირითადად, ხელი შეუწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დაფიქსირებულმა 28.6%-იანმა ზრდამ.


ბანკი ასევე აღნიშნავს უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტირების ზრდას და მის როლს ეკონომიკური აქტივობის ზრდაში. ADB-ის შეფასებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4%-ს მიაღწია. ბანკის კვლევაში ასევე ხაზგასმულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რაც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას. ADB აგრეთვე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წელს ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე.


მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და ქვეყნის სწორ მაკროეკონომიკური პოლიტიკას ადასტურებენ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც - სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 6%-დან 7.2%-მდე, ხოლო EBRD-მა ასევე - 6%-დან 7%-მდე. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, საშუალოდ, 5.4% იქნება.