გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

30-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ  მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

  

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

  

ღონისძიება ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში,  27 ოქტომბერს ჩატარდება.