გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

1-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 1960 წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.


დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ. სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.