გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2025 წლის აგვისტო–სექტემბერში ექსპორტირებული თხილის საშუალო ფასი 39%-ით გაიზარდა

1-10-2025

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36 %-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენ, რაც 39 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1.0 ათასი ტონა შეადგინა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197.0 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა). გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე.