გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადრენაჟე კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს  მელიორაცია“ კახეთში, სოფელ თოხლიაურისა და მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე სადრენაჟე კოლექტორების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც დაახლოებით 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან  ჭარბი წყლის მოცილებას უზრუნველყოფს. 


ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.


კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.