გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე

1-10-2025

ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე.


„დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგას - ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.