გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თრეველ ვაიბს: წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდა გვაქვს

1-10-2025

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს ტურისტული კომპანია „თრეველ ვაიბს“-ის დირექტორი მარიამ როჭიკაშვილი. მისი თქმით,  წლევანდელ სეზონზე ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან.


„ირან-ისრაელის კონფლიქტის გამო ივნისსა და ივლისში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა აგვისტოში გამოსწორდა და კარგი სეზონი იყო. წელს პირველად გვყავდნენ ჩინელი ტურისტები, გაიზარდა მოგზაურთა რაოდენობა ინდოეთიდან და  ისრაელიდან. წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან  ზრდა გვაქვს, ტურისტების რაოდენობის მატების ერთ-ერთი მიზეზია ფრენების სიხშირეების გაზრდა“,-აცხადებს მარიამ როჭიკაშვილი.