გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძემ ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2-10-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“.

 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დირექტორმა როინ მეტრეველმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანია განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხელოვნური ინტელექტის გავლენის მრავალმხრივი გაანალიზება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგ მიმართულებებს:

  • განათლების სისტემების მოდერნიზაციისთვის საჭირო სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • სამეცნიერო კვლევების ტრანსფორმაციის შეფასება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით;
  • ეთიკური და სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ახალი კვლევითი მიგნებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.