გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

2-10-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა და მასთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ინვესტიციების ხელშეწყობას.


აღინიშნა, რომ ფრანგული კომპანიების მხრიდან დიდია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სექტორებში. დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა, რომ მხარეები გაააქტიურებენ საქმიანობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.