გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა

2-10-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის (EPC) ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებს.


"შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს.


მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.