გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან

2-10-2025

თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიისა და სამოქმედო გეგმის გავრცელებას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უსუსური მცდელობები, რაც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის უსუსურ სახეს.


„ასეთი ქმედებებით ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ. თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის მარტივი გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ადამიანებს მივცეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.