გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს

2-10-2025

ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს, თუ სხვა ქვეყნებს ვისთანაც თანამშრომლობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.


„გახსოვთ, რუსულ კანონად მონათლეს კანონი, რომელიც ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო ყოველწლიური დეკლარაციის ჩაბარება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქციები იყო ძალიან მსუბუქი. ეს იყო ადმინისტრაციული სანქციები, ფინანსური სანქციები. ამ დროს ბევრად უფრო მკაცრ კანონებს იღებენ იგივე მიმართულებით სხვა ქვეყნები, თუმცა მათთვის ეს არის დასაშვები. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა, ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენს სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს, თუ სხვა ქვეყნებს ვისთანაც თანამშრომლობენ. პატივი სცეს ყველამ საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.