გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანა 3-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობის მე-2 ეტაპი დასრულდა

3-10-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან 50 500 მ3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას.


2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან

„აღნიშნული პროექტით გადაწყდება რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.