გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

3-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 2004 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.


სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.