გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო მოწინავე ქვეყანაა, თუმცა ამის მიღმაა პოლიტიკური ინტერესები და ორმაგი სტანდარტები; მოვუწოდებთ ყველას, გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით

3-10-2025

ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება მუდმივი მზაობის რეჟიმში, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი რაც უკავშირდება მათ შორის საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს.


„თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველო არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ვრჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში, მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს,"- განაცხადა პრემიერმა.