გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე

3-10-2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე.


„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. მათ შორის, არის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე და იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დრეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზა იასკოს, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი", - განაცხადა პრემიერმა.