გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა

3-10-2025

საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ, მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.


„როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა, მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.