გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი გახარიას პარტიასა და "ლელოზე": მათ დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო, ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფოს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

3-10-2025

გახარიამ და „ლელომ" დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო - ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მათ დაკარგეს ამის გამო როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის მათი არჩევანი და უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი.


„კეთილი ენებათ, პატივი ეცათ კანონმდებლობისთვის, კონსტიტუციური სისტემისა და წყობილებისთვის და ექნებოდათ როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო, თუმცა მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი არჩევანი, ეს არის დემოკრატია და მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი თუნდაც საბოტაჟთან დაკავშირებით, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი. ამ შემთხვევაში პასუხი იყო დაფინანსებისა და საეთერო დროის დაკარგვა,"- განაცხადა პრემიერმა.