გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

3-10-2025

საქართველოს პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი "ნაციონალური მოძრაობიდან"ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამავე სოფელში გამავალ საავტომობილო გზაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას მართავდა, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და ქვეითს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. ავტომობილის მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.