გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები

4-10-2025

პროცესი მიდის შეუფერხებლად, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.


„საარჩევნო უბნებზე გახსნამდე მოვედით, რომ შეგვემოწმებინა მათი მზადყოფნა არჩევნებისთვის. ხალხის მოსვლის დროს აქ უკვე იყო პერსონალი, ადგილზე არიან დამკვირვებლები. პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს არჩევანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და რომელი კანდიდატები უნდა პროგრესირებდნენ მომავალში“, - განაცხადა ლასლომ.


საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.