გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შსს-ს ინფორმაციით, დავით ნარმანიას თანმხლები ახალგაზრდა საკუთარ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნარმანიას და მასთან ერთად მყოფ ათზე მეტ ახალგაზრდას ტაძრის მსახურებთან დაპირისპირება მოუხდათ

4-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ.


ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.


გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს.


საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.