გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარიამ ქვრივიშვილი: თითოეული მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით მოქალაქეები უარს ეუბნებიან პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე

4-10-2025

ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე, მათ შორის პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უარს ეუბნებიან პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, უარს ეუბნებიან არეულობაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, არჩევნებზე მისვლით მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.


„ვხედავთ არაერთ განცხადებას, რომელიც მიმართულია არეულობის მოწოდებისკენ. ჩვენ ასევე, ვხედავთ, რომ ძალიან მაღალია მობილობა არჩევნებზე და მათ შორის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომელიც დღეს მიდის არჩევნებზე, მათ შორის პასუხს სცემს ოპოზიციურ პარტიებს. ამ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უარს ეუბნებიან პარტიების მოწოდებას დესტაბილიზაციაზე, უარს ეუბნებიან არეულობაზე და უარს ეუბნებიან წარსულში დაბრუნებაზე. არჩევნებში მონაწილეობით ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.