გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა

4-10-2025

ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ემსახურება კამპანია და როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ხაშურში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც თითქოს ფული რიგდება საარჩევნო უბანზე, გაირკვა, რომ ვიდეო გუშინდელია და ასევე ახალციხის ვიდეოზე, სადაც ორი ადამიანი აძლევს ერთად ხმას, გაირკვა, რომ მხედველობადაქვეითებულმა დახმარება ითხოვა.


„ვხედავთ მორიგ ჯერზე შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველი, ისევე, როგორც მაყურებელი, შეიყვანონ შეცდომაში. ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, გამჭვირვალე გარემოში. არჩევნებს აკვირდებიან საერთაშორისო და შიდა დამკვირვებლები.


ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.