გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და უზრუნველვყოთ ასევე თითოეული ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის მკაფიო გეგმა გვაქვს დასახული

4-10-2025

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და უზრუნველვყოთ ასევე თითოეული ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს დასახული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


კითხვაზე, დაანონსებული რევოლუცია და მსგავსი პროცესები, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი გავლენის მომტანი იყოს, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ არაერთი მცდელობა არსებობდა, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ეკონომიკური კრიზისი.


„გარკვეული პერიოდია ვხედავთ, რომ არაერთი მცდელობა არსებობდა და დღესაც არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თითქოსდა, ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და წლების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, ყველას დაანახა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც ასახულია ეკონომიკის ზრდაში.

იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ქვეყნების ლიდერია ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. კოვიდპანდემიის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9,6% გახლდათ. გასული წელი იყო 9,4% და მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ, საშუალოდ 8% შეადგინა.


ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვეყანაში სტაბილურ გარემოს, მშვიდობის შენარჩუნებას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და უზრუნველვყოთ ასევე თითოეული ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს დასახული, რასაც თანმიმდევრულად მივყვებით“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.