გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ყველა ხედავს ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში და არჩევნები თავისუფალია ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ.

4-10-2025

ყველა ხედავს ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, თავისუფალია ეს არჩევნები ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ., - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.


მას კითხვა დაუსვეს არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.


„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და როცა ტარდება მუნიციპალური არჩევნები, მიღებული პრაქტიკა არც არის უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში დღეს არიან უცხოელი დამკვირვებლები; მთლიანობაში 8.000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც ძალიან ბევრი უცხოელია. ყველა ხედავს ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, თავისუფალია ეს არჩევნები ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ. ეს არის ის საერთო სურათი, რომელიც დღეს აშკარად და ჩანს. ეს არის სუბიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი“, - აცხადებს პრემიერი.