გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: ვფიქრობთ, დაახლოებით თანხვედრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა

4-10-2025

როდესაც მილიონზე მეტი ამომრჩეველი გიჭერს მხარს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ნათელი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პასუხად კითხვაზე, თბილისში აქციაზე გამოსული და არჩევნებზე მისული მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, სად დგას ქართველი ხალხი.


„20:00 საათზე ამოიბეჭდება საარჩევნო ოქმები და დაფიქსირდება საბოლოოდ საარჩევნო შედეგები, მათ შორის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგი.


ვფიქრობთ, რომ დაახლოებით თანხვედრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, არის შედარებით დაბალი. როდესაც მილიონზე მეტი ამომრჩეველი გიჭერს მხარს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ნათელი და რაც შეეხება რაოდენობას, რომელიც დაფიქსირდება დღეს თბილისში [აქციაზე], იქნება ამ მაჩვენებელზე დაახლოებით ასჯერ ნაკლები. შესაბამისად, საზოგადოება თავის დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.