გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი „მშვიდობიან რევოლუციაზე": როდესაც გადადიან ძალადობაზე, ცდილობენ, ადმინისტრაციული შენობების შტურმი განახორციელონ ან იძალადონ პოლიციელებზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს

4-10-2025

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის აქციასა და დაანონსებულ "მშვიდობიან რევოლუციაზე" ისაუბრა.


როგორც კობახიძემ განმარტა, თუ ოპოზიცია გადავა ძალადობაზე, ისინი კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ, ვინაიდან, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ.


„არსებობს ორი თეორიული სცენარი, რომ არ ვიმარჩიელოთ ერთი არის, როდესაც შეკრება მშვიდობიანად იმართება და ასეთ შემთხვევაში, მარტივად, შეიკრიბებიან და დაიშლებიან. მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად, კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ შტურმი განახორციელონ ან იძალადონ პოლიციელებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ, კანონისმიერ პასუხს. პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე - რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.