გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის მობილიზაცია არის სტანდარტული გავრცელებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში

4-10-2025

თანხის გადახდა არსად დაფიქსირებულა, რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზაციას, ეს არის სტანდარტული გავრცელებული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანები სიებით არიან წარმოდგენილი და ასევე დაფიქსირდა თანხის შეთავაზების ფაქტები.


„მე მახსოვს თავის დროზე IRI გვიტარებდა ტრენინგებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის როგორ უნდა მდგარიყვნენ ადამიანები სიებით, როგორ უნდა დაერეკათ ამომრჩეველთან, საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთან მისულიყვნენ სახლში და ა.შ. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რაც გამოიყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, - აღნიშნა კობახიძემ.