გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბიძინა ივანიშვილი: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან, აი, ეს არის რეალური შედეგი

4-10-2025

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.


„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება. გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულს საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, როგორც იტყვიან. აი ეს არის რეალური შედეგი.  ეს არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს, ეს არის ის, რასაც ჩვენი ისტორია იმსახურებს, ეს არის ის, რასაც ჩვენი გენეტიკა იმსახურებს. ამით ჩვენ უკვე პატივი მივაგეთ ჩვენს წინაპარს. 


ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.