გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მედიის მიმართ

4-10-2025

ვუყურებდი კადრებს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს დაესხნენ თავს, ასევე იმედის ჟურნალისტი იყო, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მედიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, „ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე“.


„ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და იგივე ხელწერით მოქმედებენ ახალგაზრდა „ნაცებიც“. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა ერთ-ერთი ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ყველა მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.