გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა, თუმცა ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას

5-10-2025

„დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ადამიანები მივიდნენ აქციაზე, დაახლოებით იყო 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.


„მარტივი ქრონოლოგიაა იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა. ეს იყო მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.