გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე აუდიოჩანაწერზე: გამოძიების საქმეა, ავთენტურობის დადგენა - თავად შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლის მეტყველი მოვლენა

5-10-2025

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბოლო საათებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარი გააკეთა.


კითხვაზე, დაინტერესდებიან თუ არა აუდიოჩანაწერის ავთენტურობით და იყო თუ არა აუდიოჩანაწერის შინაარსი პრემიერისთვის სიურპრიზი, კობახიძემ განაცხადა, რომ „სიურპრიზებს გვპირდებოდნენ, შეიძლება, ამას გულისხმობდნენ“.


„ვერ გეტყვით, მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის ავთენტურობის დადგენა. თავისთავად შინაარსი არავის უკვირს, ვნახოთ ჯერ, როგორ გაგრძელდება გამოძიება, მაგრამ თავად შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლის მეტყველი მოვლენა. დანარჩენი დადგინდება გამოძიების მიერ“, - აღნიშნა პრემიერმა.