გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუბარებიათ - ეს არის ტყუილი

5-10-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი.


„ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.