გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა წიქარიშვილი: გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ

5-10-2025

“გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ”- წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში. ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად დაორგანიზდნენ.
“პროტესტის მონაწილეებს მინდა ყველას მოგეფეროთ, განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც 300 დღე იდექით მზეში ქარში და წვიმაში თუმცა არ გიცნობთ ვინაიდან ყველას ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა რუსთაველზე. მე გავაგრძელებ იქ მოსვლას ყოველ საღამოს და ვიქნები ისევ 9 აპრილის მემორიალთან. გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ. უნდა შევქმნათ პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად უნდა დავორგანიზდეთ.”- წერს წიქარიშვილი.