გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ანდრეი ბაბიში: უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის

5-10-2025

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, უკრაინელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის მზად არ არის.
შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიღებას, ანდრეი ბაბიშმა უპასუხა, რომ ამაზე თანამშრომლობა შეუძლიათ, მაგრამ წევრობაზე საუბარი არ არის.
„უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. პირველ რიგში, ჯერ ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე საუბარი არ არის“- აცხადებს ბაბიში.