გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის გმირობა ისტორიაში შევა

6-10-2025

პაატა ბურჭულაძეს ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში. აქვს ძალზედ კომფორტული სახლი გერმანიაში, ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში, რომელშიც მე არაერთხელ ვყოფილვარ და რომელსაც უვლის მისი ოდესელი მეუღლე.


ამერიკაში მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ჩემმა ნაცნობმა და გულშემატკივარმა შესთავაზა მას ბიზნესის ნაწილი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ პაატამ გამოიჩინა საოცარი პატრიოტიზმი და საარაკო გამბედაობა.


მედგრად შეებრძოლა უსამართლობას და დადგა ქართველების გვერდით. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობასი მყოფი მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, დასავლეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ, მაგრამ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.

 

„აი რატომ იყო შეცდომა ამ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი იყო არჩევნების ბოიკოტი და საერთო სახალხო კრების გამართვა 4-ში“ - წერს სააკაშვილი.