გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე „ლელოზე": დამხობის აქციას გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა; ასე ყველა გაემიჯნება

6-10-2025

ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან „ლელოს" ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, „ლელოს", „ნაცმოძრაობის" და „ახალის" წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე.


„გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთლი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება. არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.