გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

7-10-2025

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR" ორგანიზებით,  საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.


8-კაციანი ჯგუფის  შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები, კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” წარმომადგენლები.


ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე  დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.


პოლონელი სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო  ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა  შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს პოლონელი პროფესიონალებისგან.


პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მილიონამდე ბოთლი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა.