გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

7-10-2025

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


ირაკლი ჩიქოვანმა ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე, მეორე რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი დაესწრნენ.


ინფორმაციას თავდაცის სამინისტრო ავრცელებს.