გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიხეილ სააკაშვილი: ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება!

7-10-2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებს აფასებს:

 

„4 ოქტომბრის შედეგები ის იყო, რომ


1) ჩაფლავდა სპეცოპერაცია, ბოიკოტმა კიდევ უფრო მეტი წყალი შეუყენა კრიმინალურ რეჟიმს.


2) მოხდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, გამოჩნდა თუ ვინ არის ივანიშვილის დაცვის მეორე ხაზი, მათი მოლაპარაკე ენები, რომლებიც ოლიგარქის ფულით ცდილობენ გაამართლონ კოლაბორაციონიზმი და მოახდინონ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია.


3) ბოიკოტში ის ძალებიც მონაწილეობდნენ. რომლებიც არ ჩანდნენ ადრე ჯენზის გვერდით, მინუსი იყო ის, რომ ამჯერად ნაკლებად აქტიური იყო ჯენზი.

4) ხდებოდა მკვეთრი ზღვარს გადასული მოთხოვნების არტიკულირება.


5) ჰქონდა ადგილი პროვოკაციებს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არის მთავრიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანა.


და ბოლოს - ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება!“- წერს სააკაშვილი.