გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

4 ოქტომბერს განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 4 პირი დააკავეს

8-10-2025

შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 4 პირი დააკავეს.


აღნიშნულ საქმეზე, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.


გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი დააკავეს - ესენი არიან: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ..

ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.


აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.


აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.