გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ში გამართულ კიბერ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

8-10-2025

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მიწვევით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კიბერ სწავლება „Cyber Dawg”-ში.


აღნიშნული სწავლება ჩატარდა ჯორჯიის კიბერ ინოვაციებისა და სწავლებების ცენტრში და კიბერ კრიზისის რეალური იმიტირების გზით, მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


სწავლებაში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახური, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნები. სწავლების სცენარის მიხედვით, თავდაცვითი გუნდების მოვალეობა იყო IT ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებდა ინციდენტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.


კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარმა გუნდმა, ყველაზე მეტი კიბერ ინციდენტის გამოვლენის შედეგად, სწავლებაზე პირველი ადგილი დაიკავა.


აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა მიმართულებების გაძლიერებასთან ერთად, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერ შესაძლებლობების ზრდას.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.