გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე New York Times-ის სტატიაზე: ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია

8-10-2025

ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით New York Times-ის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი პროცესები აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასავლურ მედიაში.


„იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.