გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გია ვოლსკი: რეგიონში საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა შექმნილი

26-11-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით,  რეგიონში საგანგებო მნიშვნელობის საფრთხეა შექმნილი.

 

გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო" ამ თემით სპეკულირებს.

 

"შინაარსითაც და პათოსითაც ჩვენ ყოველთვის პოზიციას გამოვხატავდით საკმაოდ მკაფიოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება რეგიონული უსაფრთხოების თემას.

 

სამწუხაროა, რომ "ევროპულ საქართველო" ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად სერიოზული მსჯელობაა საჭირო. რეგიონში საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა შექმნილი. საერთაშორისო დამოკიდებულება თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულებაც იგივეა, გამოიხატება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მარტო ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია რასაკვირველია იგივეა, რაც მთელს მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით და საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი, შავი ზღვის აკვატორიას ეხება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.