გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ავოკადო“ - როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად

9-10-2025

პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა.


„ავოკადო“ უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რადგან მისი ფილოსოფია მარტივია - ჯანმრთელობა და კომფორტი განუყოფელია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ კომფორტი იგრძნოს, არამედ დარწმუნებული იყოს, რომ მასზე ზრუნვა თითოეულ დეტალშია ჩადებული“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ქირია.


იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მთავარი ამოსავალი წერტილი თავიდანვე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ავეჯის შექმნა იყო, „ავოკადოს“ სანდო პარტნიორიც სჭირდებოდა გვერდით.


თიბისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი მხარდაჭერის მეშვეობით შევძელით წარმოების წარმატებით დაწყება და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის. ამასთანავე, ვგეგმავთ საწარმოო ბაზების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ და წარმოების მასშტაბებიც გავზარდოთ“.


„ავოკადო“ მომავალს გლობალური ხედვით განიხილავს, რათა ეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული რბილი ავეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი.