გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახეთში დიდი ოდენონობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს

9-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.


ილტოს ხეობაში გამოვლენილია ლენტური ტიპის სახერხი დანადგარისთვის განკუთვნილი რელსი და მის მიმდებარედ განთავსებული დიდი ოდენობით ხე-ტყე - წიფლის სახეობის 37 ერთეული მორი და 10 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ახმეტის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.


„ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევათა შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს  თანამედროვე ტექნოლოგიებს. პარალელურად, კიდევ უფრო გამკაცრდა სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება“ - აცხადებენ უწყებაში.